ბუნების დაცვა — გარემოს დაცვის პრაქტიკა, ინდივიდუალურ, ორგანიზაციულ და სამთავრობო დონეზე, ბუნებრივი გარემოს და ადამიანებისთვის საკეთილდღეოდ. ადამიანი უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას ითვისებს, რათა სახლები, ქარხნები და ფერმერები ააშენოს, ამიტომ დანარჩენ ცოცხალ არსებებს უფრო და უფრო ნაკლები საცხოვრებელი ადგილი რჩებათ. კონსერვაცია ღონისძიებათა ერთობლიობაა, რომლის მიზანია იშვიათი ცხოველები და მცენარეები არ გადაშენდნენ, ხოლო ბუნების გავრცელებული სახეობები — არ გაიშვიადნენ. კონსერვაცია ამ ცხოველთა და მცენარეთა საცხოვრისის შენარჩუნებასაც გულისხმობს.
წინათ ზოგიერთი ცხოველი იმის გამო გადაშენდა, რომ გარემოში მომხდარ ბუნებრიც ცვლილებებს ვერ შეეგუვნენ. დინოზავრები, სავარაუდოდ, ვეებერთელა მეტეორიტის ჩამოვარდნის შედეგად გადაშენდნენ. მეტეორის დედამიწასთან დაჯახებისას წარმოქმნილი მტვრის უზარმაზარი ღრუბელი მთელ ატმოსფეროში გაიშალა, რაც ხელს უშლიდა მზის სხივების შემოღწევას. დაიწყო გამყინვარება, რომელსაც დინოზავრები ვერ ვერ გაუძლეს.
კუნძულ მავრიკის ბინადარი დოდო ზანტი ფრინველი იყო, რომელიც ვერ ფრენდა. როდესაც ადამიანები ამ კუნძულზე ჩავიდნენ, აღმოაჩინეს, რომ დრონტი მოსანადირებლად იოლი იყო და ამავდროულად გემრიელი ხორციც ჰქონდა. საუკუნეც არ გასულა, რომ დრონტები პირწმინდად ამოწყვიტეს. ბევრი სხვა ცხოველი ან გადამეტებული ნადირობის შედეგად ამოწყდა ან საცხოვრისის განადგურების გამო
გარემოს გაჭუჭყიანება დიდ საფრთხეს უქმნის ბუნებას და სიცოცხლეს დედამიწაზე.ცხოველთა სახეობების რაოდენობა ჩვენს პლანეტაზე კატასტროფულად მცირდება.უამრავი მომწამლავი ნივთიერება , რომელიც დანაგვიანებული გარემოდან მცენარეების , ცხოველებისა და ადამიანების ორგანიზმში ხვდება ,იწვევს მათ დაავადებასა და , ხშირ შემთხვევაში, სიკვდილსაც.თუ გვინდა ,რომ დედამიწაზე სიცოცხლე იყოს, ბუნების დაცვა და მოფრთხილება უნდა ვისწავლოთ.დამიანისა და ბუნების ურთიერთობა ჩვენს პლანეტაზე მისი გაჩენის დღიდან იწყება.მას შემდეგ ადამიანი არა მარტო შეეგუა გარემომცველ გარემოს,არამედ აქტიურად დაიწყო მისი გარდაქმნაც:გაჩეხა ტყეები,გადახნა მიწები,გაიყვანა გზები,ააგო ხიდები და კაშხალები,ააშენა ქალაქები და ა.შ.
გეოგრაფიული გარსის განვითარების ისტორიაში დადგა ახალი ეტაპი რომელიც უშუალოდ და მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის სამეურნეო საქმიანობასთან.გეოგრაფიული გარსი გადაიქცა ე.წ ნოოსფეროდ ანუ ადამიანის გონების სფეროდ.ნოოსფერო დედამიწის პლანეტური და მასთან დაკავშირებული კოსმოსური სივრცეა,რომელიც ადამიანის გონებრივი მოქმედების შედეგად გარდაიქმნება და იმართება.
მრავალი მილიონი წლის განმავლობაში დედამიწაზე ბუნებრივი კომპონენტების გარკვეული წონასწორობა ჩამოყალიბდა.ადამიანი თავისი არსებობის დღიდან გავლენას ახდენს მასზე.
მოსახლეობის რაოდენობის ზრდამ,მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ ადამიანს გაუადვილა ბუნებრივის გამოყენება. მაგ.: სასარგებლო წიაღისეული,რომელიც ბუნებაში მილიონობით წლის განმავლობაში გროვდებოდა,ადამიანმა სულ რამდენიმე ათეულ წელიწადში სხვადასხვა ტერიტორიაზე გადაიტანა;ადამიანის საქმიანობის შედეგად გაჩნდა ახალი ნივთიერებები და სხეულები,რომლების ბუნებისთვის არ არის მახასიათებელი.
ადამიანის საქმიანობის შედეგად დედამიწის ბუნებამ ბევრ ადგილას შეიცვალა პირვანდელი სახე.გაჩნდა რელიეფის ისეთი ფორმები,როგორიცაა ტერასები,ღხრილები ხრამები,ყორღანები და სხვ.
გარემომცველი ბუნების გარდა ადამიანებს არსებობის სხვა წყარო არ გააჩნიათ,ამიტომ მისი სიმდიდრეების გამოყენებისას საჭიროა ზომიერება და მოფრთილება.ბუნებისგან უნდა ავიღოთ იმდენი,რამდენიც გვესაჭიროება და გამოვიყენოთ მთლიანად და ეკონომიურად.

No comments:
Post a Comment